ნახვა: 463

2016-03-21

90 წლის შემდეგ პირველად აშშ-ს პრეზიდენტი კუბას ეწვია

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ორშაბათს ჰავანაში კუბის პრეზიდენტ რაულ კასტროს შეხვდა. ეს ისტორიული მოვლენაა, ვინაიდან და რადგანაც, უკანასკნელი 90 წლის განმავლობაში მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ობამა დაესწრება სახელმწიფო ვახშამს, შეხვდება კუბელ მეწარმეებს, ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებსა და სხვადასხვა სამოქალაქო ლიდერს.


ჟურნალ-გაზეთ ვაშინგტონ პოსტის მიხედვით, ეს ვიზიტი არის უბრალო პროპაგანდა, რომელიც მიმართულია კასტროს რეჟიმის ლეგიტიმურობის გაღრმავებისკენ. ჟურნალისტ არმანდო ვალადრეს თქმით, კასტროს მთავარი მიზანია დიდი კორპორაციების გულის მოგება და არ შემდგარი სოციალიზმის განმტკიცება.


გოეფ ტაილი და მარკ ჰენსონი "Washington Office"-ში აცხადებენ, რომ კუბასთან ურთიერთობების მოგვარება პირდაპირ არის დაკავშირებული ამერიკის ინტერესებთან. ამერიკის არსებულმა იზოლაციურმა პოლიტიკურმა კურსმა კუბის მიმართ ვერ გაამართლა. შესაბამისად მნიშვნელოვანია არსებული სიტუაციის გამოსწორება.