ნახვა: 478

2016-04-13

ორშაბათს ათასობით ადამიანი შეიკრიბა რეიკიავიკში, პარლამენტის შენობასთან

ორშაბათს ათასობით ადამიანი შეიკრიბა რეიკიავიკში, პარლამენტის შენობასთან. ისინი ითხოვენ პრემიერ მინისტრ ზიგმუნდ გუნლოგსონის გადადგომას მას შემდეგ, რაც გამჟღავნდა მისი მეუღლის მფლობელობაში მყოფ ოფშორულ კომპანიასთან დაკავშირებული დოკუმენტები. ამის გამო ოპოზიციის ლიდერებმა უნდობლობა გამოუცხადეს გუნლოგსონს. თავად პრემიერ მინისტრი უარყოფს ამ ფაქტს და ამბობს, რომ მას და მის მეუღლეს არანაირი კავშირი არ აქვთ ამ საკითხთან და შესაბამისად, კანონი არ დაურღვევიათ. ამ დროისთვის, "Panama Papers"-ის გამოძიებამ უბიძგა ავსტრალიის, ავსტრიის, ახალი ზელანდიის, საფრანგეთისა და შვედეთის მთავრობებს, ზომები მიიღონ და აღკვეთონ გადასახადების გადაუხდელობა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საკითხები.
 
საბოლოოდ, პროტესტის შედეგად, პრემიერმა მაინც დატოვა თანამდებობა.
 
"New York Times"-ის მიხედვით, მსგავსი დარღვევები დიდ საფრთხეს უქმნის ბიზნეს კორპორაციებსა და პოლიტიკურ ელიტებს ევროპასა და შეერთებულ შტატებში. აღნიშნული ინფორმაცია ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქვეყნების მთავრობები ცდილობენ თავი აარიდონ პოლიტიკური სისტემის გამჭვირვალობას. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტმა შესაძლოა ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს ისლანდიაში.