ნახვა: 753

2017-03-08

ქარძნები მუწებს და უბლოკო სტატუსი

მომავალ წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავი იქნება, მაშინდელი ისტორიული გარემოებებისა და პოლიტიკური ვითარების დღევანდელთან შედარება უნებურად გვაპოვნინებს მსგავსებებს.

1920 წლის 7 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და რსსფრ-მ მოსკოვში სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმეს. ამ ხელშეკრულებას ჰქონდა დადებითი მხარეები: 1) საბჭოთა რუსეთმა აღიარა საქართველო იმ ტერიტორიულ საზღვრებში, რომელშიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით საქართველოს დღესაც იმყოფება; 2) აღნიშნული შეთანხმების გაფორმებამ გზა გაუხსნა სხვა სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დე იურე აღიარებას. თუმცა ხელშეკრულებაში ჩაიდო ისეთი მუხლები, რომლებიც სულ რამდენიმე თვეში საბედისწერო აღმოჩნდა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის.

კერძოდ:

1) საქართველოს უარი უნდა ეთქვა მის ტერიტორიაზე იმ სახელმწიფოთა სამხედრო შენაერთების განთავსებაზე, რომელიც მტრულად იყო განწყობილი ბოლშევიკური რუსეთის მიმართ. რუსეთი კი მაშინ მტრად მიიჩნევდა ყველა სახელმწიფოს, რომელიც საქართველოს პოტენციური მოკავშირე შეიძლება გამხდარიყო. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს იყო უბლოკო სტატუსი, საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვა, ვინაიდან სამხედრო კავშირებში შესვლა/არშესვლის დამოუკიდებლად გადაწყვეტის საკითხი სუვერენიტეტის ცნების ერთ-ერთი საფუძველია, საქართველო თანხმდებოდა საერთაშორისო დახმარების გარეშე გამკლავებოდა პოტენციურ საფრთხეებს. მოსკოვისთვის საკმარისი არ იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციაში გაწერილი მუხლი საერთაშორისო ომიანობის დროს ნეიტრალიტეტის შესახებ, ვინაიდან მას აგრესიული ზრახვები ამოძრავებდა მეზობელი დემოკრატიის მიმართ, რომელსაც ბევრ სხვა ქვეყანაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა.

2) საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იყო, გაეთავისუფლებინა საპატიმროებში მყოფი ის პირები, რომლებიც რსსფრ-ს ან კომუნისტური პარტიის ინტერესების სასარგებლოდ საქმიანობდნენ, ხოლო კომუნისტურ პარტიას ლეგალური ფუნქციონირების უფლება ეძლეოდა. ამ მუხლის თანახმად, ციხეები დატოვეს მარქსისტულ იდეოლოგიას ამოფარებულმა კრიმინალებმა, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივი, ხშირად ტერორისტული საქმიანობის გამო იყვნენ გასამართლებული. ციხიდან გამოსული პირები ბრალს დებდნენ საქართველოს ხელისუფლებას „მშრომელთა ექსპლოატაციაში“, ობსტრუქციას უწყობდნენ და აშანტაჟებდნენ მეწარმეებს, ეწოდნენ ეკონომიკურ საბოტაჟს და ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას, ამზადებდნენ რუსული სამხედრო აგრესიისთვის შესაბამის ნიადაგს, რომელიც 1921 წლის თებერვალში განხორციელდა კიდეც. წინა საუკუნის დასაწყისში მოსკოვმა ეფექტურად გამოიყენა საქართველოში მოქმედი რადიკალური მემარცხენე ჯგუფები ქვეყნის დამოუკიდებლობის გასანადგურებლად, პირდაპირ თუ ირიბად მათ გამოყენებას ცდილობს დღესაც.  

შეცვლილი ფორმებით, მაგრამ უცვლელი შინაარსით და კიდევ უფრო უცვლელი მიზნებით, რუსული პროპაგანდა აქტიურად მუშაობს მოსკოვის ინტერესების დასაკმაყოფილებლად. უბლოკო სტატუსი და „ქარხნები მუშებს“ (გნებავთ, „ქარძნები მუწებს“) - სხვა ფორმებით შეფუთული იგივე რუსული აგრესიული ზრახვებია. 

დასავლეთში ღია საუბარი მიმდინარეობს იმაზე, თუ როგორ დაუპირისპირდნენ რუსულ პროპაგანდას, რომელსაც მოსკოვი ეფექტურად იყენებს ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების, დასავლეთის სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების, არასასურველი პოლიტიკური ტენდენციების, პარტიების თუ ლიდერების მიმართ, რითაც ის ასუსტებს ევროპულ სახელმწიფოებს, ზრდის საკუთარ გავლენას ევროპის ქვეყნებში შიდა თუ საგარეო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში სირთულეს წარმოადგენს ის, რომ მოსკოვი არ იყენებს ერთნაირ მეთოდებს - ყველა სახელმწიფოს მიმართ მას ინდივიდუალური მიდგომა და იარაღები აქვს.

საქართველოში რუსეთის ასეთი პროპაგანდისტული იარაღი ფსევდოკონსერვატულ-ტრადიციულ ღირებულებათა დამცველი, ყალბ ნაციონალიზმს შეკედლებული რამდენიმეკაციანი პარტიები და მემარცხენე, ნახევრად პოლიტიკური ორგანიზაციები და ჯგუფებია, რომლებიც მარქსიზმის დროშის და სოციალისტური ლოზუნგების ქვეშ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართულნი გამოდიან.

პირველი ჯგუფი ცდილობს დასავლეთში მომძლავრებულ ანტიესტაბლიშმენტურ და ულტრა-ნაციონალისტურ პარტიებს თავი ხელოვნურად მიამსგავსოს, თუმცა ევროპელი პოპულისტური პარტიებისგან განსხვავებით, რომელთაც საკუთარი მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ, საქართველოში მოქმედ მცირე პარტიებს პოლიტიკური პლატფორმის გამოკვეთისთვის უნარები და პოლიტიკური განათლება არ ჰყოფნით. მსგავსება რუსეთთან სასიყვარულო ურთიერთობების დამყარების სურვილია, მაგრამ აქაც უჭირთ, პუტინს უფრო მიმზიდველი ევროპელები უყვარს, თუმცა არც ქართველებს უკლავს მოსკოვთან თაფლობის თვის იმედს. ასეთი პოლიტიკური ფიგურები აჟღერებენ იდეას, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხის შემცველია საქართველოსთვის და რომელიც ასე ძალიან უნდა მოსკოვს, რათა სისრულეში მოიყვანოს საქართველოს სრული დამორჩილების სურვილი. ამ იდეას უბლოკო სტატუსი ჰქვია. მისი კონსტიტუციაში ჩაწერის მოთხოვნა იმ უსაფუძვლო და დამცინავი იმედით, რომ სანაცვლოდ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს, არის არა სამყაროს იდეალისტური ხედვა, არამედ კარგად გამიზნული რუსული გეგმა, რომელსაც ნაციონალიზმით შენიღბული პოლიტიკური ჯგუფების საშუალებით რუსეთის სპეციალური სამსახურები საქართველოში პროპაგანდას უწევენ. უბლოკო სტატუსი საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის საერთაშორისო გარანტიების გარეშე დატოვებაა, რაც მოსკოვს მისი სახელმწიფოებრიობის განადგურებას გაუადვილებს. 

ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ჯერ კიდევ ღრმა სიღარიბეში ცხოვრობს, მოსკოვი არ ეყრდნობა მხოლოდ ყალბი ნაციონალისტური გრძნობების გაღვივებას და სამხედრო ძალას, მის სამოქმედო არსენალში ასეთი შემთხვევებისთვის ყველაზე მძლავრი იარაღი - სოციალიზმი - არსებობს. ამ სეგმენტში მოსკოვი კიდევ უფრო საშიშია, რადგან ეკონომიკურად სუსტი ქვეყნის გაჭირვებულ მოსახლეობაში ადვილად მოიძებნება „სოციალური თანასწორობისა“ და „დოვლათის სამართლიანად გადანაწილების“ უბინძურეს იდეებს აყოლილი ჯგუფები. სიღარიბე რუსეთის საუკეთესო იარაღია საქართველოს წინააღმდეგ, შესაბამისად ის ყველანაირად ეცდება საქართველოს ეკონომიკური განვითარება შეაჩეროს, ყველაზე იაფი კი ამის გაკეთება მემარცხენეების ხელით დაუჯდება.  

ქართველი სოციალისტები ებრძვიან ყველა ინიციატივას, რომელიც პოტენციურად დაეხმარებოდა ეკონომიკურ ზრდას და შეამცირებდა სიღარიბეს. სამაგიეროდ, მხარს უჭერენ ისეთ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს განვითარების საშუალებას არ მისცემს და ქვეყანას დიდი ხნის განმავლობაში დატოვებს სიღარიბეში. ახალი რეგულაციების დაწესება, სოციალური ხარჯების ზრდა, თავისუფალი ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა, საბაზრო ეკონომიკის ფუძემდებლური პრინციპების მორყევა, გამოხატული კერძო საკუთრებასთან ბრძოლასა თუ კერძო საკუთრების ხელყოფაში, მომხმარებლებისა და მეწარმეების წინააღმდეგ კამპანიაში, სიმდიდრეში გამოხატული წარმატების დისკრედიტაციაში, „წარმატებულების“, როგორც „კლასობრივი მტრების“ წარმოდგენაში, კონსტიტუციაში მავნებლური ეკონომიკური შინაარსის ჩანაწერების ლობირებაში - ამ და სხვა მსგავსი საქმიანობით არიან დაკავებული ქართველი სოციალისტები. ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველია, „ქარხნები მუშებს“ - წინა საუკუნის დასაწყისის ლოზუნგია, რომელსაც ამოფარებულმა მაშინდელმა ქართველმა სოციალისტებმა რუსეთის იმპერიას თავისუფლება საკუთარი ხელით მიართვეს. დღეს რუსული პროპაგანდისა და ზოგადად, კრემლის პოლიტიკის ფარული იარაღი ის მემარცხენე აქტივისტები არიან, რომლებიც ბიზნესებს ოფისებში უვარდებიან, მინიმალური სახელფასო განაკვეთის დაწესებას, ბაზარზე სახელმწიფოს მეტ ჩარევას ან ახალ შრომით რეგულაციებს ითხოვენ.

საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა დემოკრატიულ განვითარებასა და სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე გადის. ფსევდოკონსერვატორი პოლიტიკური ჯგუფები ისეთ რეგულაციებს ლობირებენ, რაც ბლოკავს მიწის პრივატიზაციას, კრძალავს უცხოელებზე მიწის გასხვისებას, სურს თავისუფალ მოქალაქეთა შორის ურთიერთობის კონსტიტუციით განსაზღვრა, ზღუდავს კაპიტალის მოძრაობას, ხოლო მარქსიზმის ანაქრონისტულ იდეებს აყოლილი ჯგუფები შრომითი რეგულაციების დაწესებას, გაბერილი სახელმწიფო ბიუროკრატიის შესანახად გადასახადების ზრდას, თავისუფალი მეწარმეობის შევიწროებას, კერძო საკუთრების შეზღუდვას ითხოვენ. ეს ინიციატივები აფრთხობს ინვესტორებს. თავისუფალი დასავლური კაპიტალის, თანამედროვე ცოდნისა და ინვესტორებში საქართველოს მომავალის რწმენის გარეშე კი მომავალი არ გვაქვს.

თითქმის ნულოვანი ეკონომიკური ზრდა, საბჭოთა პერიოდის ინფრასტრუქტურა, უმუშევრობა, სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა - ესაა ის ეკონომიკური სტატუს კვო, რომლის შენარჩუნებაც საქართველოში რუსეთის სახელმწიფო ინტერესებშია.

ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, კედლებზე „ქარძნები მუწებს“ მიმხატველი მემარცხენე ჯგუფები, უბლოკო სტატუსის მედროშე პოლიტიკოსები, მავნე კონსტიტუციური ცვლილებების ლობირებით დაკავებული „აკადემიური და სამოქალაქო სფეროს“ წარმომადგენლები საქართველოს თავისუფლებას ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე აყენებენ.

საუკუნეების წინ ჭრილობის დამუშავების მეთოდად, მისი სუფთად დამუშავების ნაცვლად, ჭრილობაში ნერწყვში აზელილი მიწის ჩადება ითვლებოდა. ამ მეთოდის რეკომენდატორები ერთმანეთისთვის უახლოესი ადამიანები, მაგალითად შვილებისთვის მშობლებიც იქნებოდნენ. თუმცა შედეგი „გაცნობიერებულობის“ თუ „გაუცნობიერებულობის“ მიუხედავად ხშირად განგრენა და სიკვდილი იყო.

ისტორია არ უნდა განმეორდეს არც ტრაგედიად და არც ფარსად.

ავტორი: გია ჯაფარიძე