ნახვა: 432

2016-02-22

17 თებერვლის ტერაქტი ანკარაში

17 თებერვალს თურქეთში, კერძოდ ანკარაში დატრიალებულმა ტერორისტულმა აქტმა 28 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თურქეთის პრემიერ მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ ამ ტერაქტის განხორციელებაში სირიელი ქურთები დაადანაშაულა.

მისი თქმით, ქურთ ტერორისტებს თურქეთში არსებული ქურთისტანის მუშათა პარტიის სამხედროები უჭერდნენ მხარს. მიუხედავად იმისა, რომ სირიელი ქურთები უარყოფენ თავიანთ ჩართულობას თავდასხმებში, განხორციელებული ტერაქტის საპასუხოდ, თურქულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა იმავე საღამოს ირანში არსებული მათი სამიზნე ობიექტები დაბომბა. 

როგორც ჩანს, თურქეთი უფრო და უფრო ერთვება სირიის კონფლიქტში და დღითიდღე უფრო მეტ ზეწოლას განიცდის მოწინააღმდეგესგან. ვინაიდან და რადგანაც, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლამ სირია და ირანი მოიცვა, თურქეთს დიდი პრობლემები შეექმნა ქვეყნის გარეთ არსებულ ქურთ სეპარატისტებთან. თუ თურქეთი დაარწმუნებს აშშ-სა და სხვა მოკავშირეებს იმაში, რომ სირიელი ქურთები მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენენ ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში ის შეძლებს პირდაპირი სამხედრო ჩარევების განხორციელებას“ (სიმონ თისდალი, გარდიენი).