2014 წელს, საქართველოს უნივერსიტეტს 10 წელი შეუსრულდა. ამ უმოკლეს ვადაში ჩვენი უნივერსიტეტი იქცა ხარისხიანი განათლების და აქტიური სტუდენტური ცხოვრების ცენტრად ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტებისათვის.
საქართველოს უნივერსიტეტი არის ადგილი, რომელიც ქმნის და გადასცემს ცოდნას, ადგილი, სადაც მულტიკულტურულ გარემოში ყალიბდება ჰუმანური ღირებულებების მქონე მოაზროვნე, განათლებული პიროვნება, რომელიც შეგნებით და თავისუფლად უმკლავდება თანამედროვე სამყაროში არსებულ გამოწვევებს.
უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი წარმოადგენს კრეატიული და ენთუზიაზმით აღსავსე პიროვნებებისგან შემდგარ გუნდს, რომელიც მზად არის აღზარდოს თანამედროვე სამყაროში საჭირო ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი ადამიანები, რომელთა მოღვაწეობა კაცობრიობის საკეთილდღეოდ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
დღეს საქართველოს უნივერსიტეტი ერთ-ერი წამყვანი უნივერსიტეტია, რომლის მიზანი თითოეული სტუდენტის პიროვნული განვითარება და მისი, როგორც მაღალი დონის პროფესიონალის ჩამოყალიბებაა. საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ლაღად და მყარად გრძნობენ თავს თანამედროვე კონკურენტულ გარემოში.
დღეს საქართველოს უნივერსიტეტს აქვს პატივი ნებისმიერ სტუდენტს შეთავაზოს ისეთი ტიპის თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სადაც ადამიანი ხარისხიან განათლებას და პრაქტიკულ უნარებს ეუფლება. ამ ცოდნის და უნარების შეძენის შედეგად ჩვენს სტუდენტს გარანტირებული აქვს წარმატებული კარიერა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო შრომით ბაზარზე.