ნახვა: 476

2015-11-18

აშშ იწყებს ისლამური სახელმწიფოს სანავთობო ინფრასტრუქტურის განადგურებას

თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, აშშ-ს შეიარაღებული ძალები მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ინფრასტრუქტურის განადგურებაში, რომელიც მიმდინარე პერიოდში წარმოადგენს ტერორისტული დაჯგუფების ფინანსურ წყაროს.

20 ნოემბერს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეიარაღებული ძალები დაიწყებენ „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლირებადი სანავთობო ინფრასტრუქტურის განადგურებას.

კარტერმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურის მდებარეობა დიდი ხნის იდენტიფიცირებულია და ამ ობიექტების განადგურება არ მოხდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არსებობდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაშავების საშიშროება.

ამ ობიექტებზე დასაქმებული ადამიანები არ მიეკუთვნებიან ტერორისტთა ჯგუფს. აქედან გამომდინარე აღნიშნული ინფრასტრუქტურის განადგურების შემთხვევაში არსებობდა მაღალი რისკი, რომ ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანის სიცოცხლეს შეექმნებოდა საფრთხე.

13 ნოემბრის პარიზის ტერაქტების შემდეგ, დასავლეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ განადგურდეს „ისლამური სახელმწიფოს“ დაფინანსების ყველა სესაძლო წყარო.