2016 წელს ევროპაში ჩასასვლელად დაახლოებით 100 000-მა მიგრანტმა გადაკვეთა ხმელთაშუა ზღვა. ავსტრიის მთავრობა, მიგრანტების რაოდენობის შემცირებისთვის შესაბამისი სტრატეგიების შესამუშავების მიზნით, სერბეთის, მაკედონიისა და ხორვატიის მინისტრებს მასპინძლობს. მიგრანტთა შემოსვლასთან დაკავშირებით, მათ მიერ ახლახანს შემუშავდა ახალი შეზღუდვები, რომელთა განხორციელებამ თავშესაფრის ძიებაში მყოფი ათასობით ავღანელი მიგრანტი საბერძნეთის საზღვრებთან დახმარების გარეშე დატოვა. ამის გამო ავსტრია, სერბეთი, მაკედონია და ხორვატია ევროპის სხვა ლიდერებმა გააკრიტიკეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ავსტრიამ უარი განაცხადა საბერძნეთის მიწვევაზე კონფერენციაზე დასასწრებლად. არსებული ვითარების გამო, საბერძნეთს, რომელიც დღემდე განიცდის სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს, შესაძლოა შენგენის ზონის დატოვება და ასი ათასობით მიგრატთან გამკლავება მარტოს მოუწიოს. შესაბამისად 7 მარტს იგეგმება სამიტი, სადაც განიხილავენ მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. სამიტს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად თურქეთის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.