ნახვა: 454

2016-03-03

პრეზიდენტ ჰასსან რუჰანის ალიანსის გამარჯვება ირანის არჩევნებში

 
 
2015 წლის ბირთვული გარიგებების გაფორმების შემდეგ, ირანის პირველ ეროვნულ არჩევნებში, პრეზიდენტ ჰასან რუჰანის მოკავშირე ძალებმა თავიანთი გამარჯვების შესახებ განაცხადეს. კანდიდატების თქმით, მათ მხარს რეფორმისტები უჭერდნენ, შესაბამისად მოახერხეს პარლამენტში 290 ადგილიდან 158-ის მოგება. გარდა ამისა, ექსპერტთა ასამბლეაში ხმების 59% მიიღეს, ხოლო თეირანში 16-დან 15 ადგილი დაიკავეს. ექსპერტთა ასამბლეა გულისხმობს 88 წევრისგან შემდგარ საბჭოს, რომელსაც ევალება ქვეყნის უზენაესი მმართველის აიათოლა ხომეინის შემცვლელის არჩევა.
 
"ირანის პრეზიდენტმა დაამტკიცა, რომ მას არა მარტო ბირთვული შეთანხმებების გაფორმება, არამედ არჩევნების მოგებაც შეუძლია. მისი პოლიტიკა ემყარება მცდელობას, გააუმჯობესოს ურთიერთობები სხვა სახელმწიფოებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან" (Gareth Smyth, the Guardian).