ნახვა: 440

2016-03-10

ჩრდილოეთ კორეამ სანქციების საწინააღმდეგო მოქმედებების განხორციელება დაიწყო.

გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას მკაცრი სანქციები დაუწესა, იმ მიზნით, რომ შეაჩეროს მისი ბირთვული პროგრამების დაფინანსება და ქვეყანას მათთან თანამშრომლობისკენ მოუწოდოს. სანქციები ითვალისწინებს ჩრდილოეთ კორეაში იარაღით ვაჭრობის აკრძალვასა და ქვეყანაში შემოსული თუ გასული ტვირთის შემოწმებას. სწორედ ამ საკითხზე მსჯელობდნენ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი ბოლო პერიოდის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ ამ სანქციების ძალაში შესვლა სწორედ ჩინეთის სურვილზეა დამოკიდებული. ჩრდილოეთ კორეამ, ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, იონჰაპის ზღვაში ექვსი ამოუცნობი ჭურვი ააფეთქა.
 
რეალურად, გაეროს უშიშროების საბჭოს 2270-ე რეზოლუცია არ არის პირველი დოკუმენტი სანქციების მხრივ, არამედ ის წარმოადგენს ადრე დაწესებული სანქციების დანამატს და უზრუნველყოფს ჩრდ. კორეის ბირთვული და სარაკეტო სამუშაოების განვითარების შეფერხებას.