ნახვა: 444

2016-03-26

ამერიკულ-არგენტინული კავშირები

ბუენოს აირესის ვიზიტის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ არგენტინასთან ახალი ურთიერთობების დამყარებას და ქვეყნებს შორის ნდობის გაღრმავებას გეგმავს. მან ასევე შეაქო არგენტინის პრეზიდენტი მაურისიო მაკრი სწორად გატარებული ეკონომიკური რეფორმებისთვის. ობამას ვიზიტი დაემთხვა არგენტინაში "ბინძური ომის" მე-40 წლის თავს. არგენიტის ისტორიაში ეს წარმოადგენდა პერიოდს, რომელმაც ყველაზე დიდი დანაკარგი, 30 000 მსხვერპლის ოდენობით, მოუტანა ქვეყანას.

როგორც მემარცხენე მთავრობა იუწყება, არგენტინას სურს რეგიონში ლიდერის სტატუსი. იმის შემდეგ რაც მაკრი ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ჩრდილო ამერიკული წარმომადგენლობა საგარეო საქმეთა სამინისტროში 3-დან 6-მდე გაიზარდა. მაკრი ფიქრობს, რომ აშშ-სა და არგენტინის ურთიერთობა მომავალში უფრო გაღრმავდება.