ნახვა: 439

2016-05-15

ბრაზილიის პრეზიდენტ რუსეფს პრეზიდენტობის სტატუსი შეუჩერდა

ბრაზილიის სენატმა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტ დილმა რუსეფის იმპიჩმენტის წესით გადაყენებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესის ჩატარების შესახებ. რუსეფის ყოფილი მოკავშირე ვიცე-პრეზიდენტი მიშელ ტემერი შეასრულებს მის მოვალეობებს სამართალწარმოების პერიოდში, რომელიც დაახლოებით 180 დღე გაგრძელდება. პრეზიდენტი, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, სამუდამოდ დატოვებს თანამდებობას. რუსეფს ადანაშაულებენ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისსა და სანავთობო კომპანიასთან დაკავშირებულ კორუფციულ პოლიტიკაში.

ყველაფრისდა მიუხედავად, რუსეფის ყოფნა არყოფნის შემთხვევაში მაინც რთული იქნება ისეთი ეკონომიკური რეფორმების გატარება, რომლებიც ამ სფეროს სტაბილიზაციისკენ არის მიმართული. რა თქმა უნდა, შედეგი მაშინვე ვერ მიიღწევა, ვინაიდან ეს პროცესი გრძელვადიანი იქნება. თუმცა, რუსეფის თანამდებობიდან გათავისუფლება ბრაზილიელი ხალხისთვის, რომლებიც ინფლაციისა და უმუშევრობის მსხვერპლნი არიან, შეიძლება შვების მომგვრელიც იყოს.